ალისონი „ლივერპულში” დარჩა — „იუვენტუსი” მამარდაშვილის ტრანსფერზე არ მუშაობდა
33 წლის ბრაზილიელი კარის დარაჯი ალისონ ბეკერი „ლივერპულში” კიდევ ერთი სეზონით დარჩება. „იუვენტუსი” მის გადაბირებას ბევრჯერ ეცადა — ტურინში გადასვლის წინააღმდეგი თავადაც არ იყო ალისონი — მაგრამ „ლივერპულმა” ტრანსფერი გადამჭრელად დაბლოკა.
იტალიური პრესა ამ სიტუაციაში ასახელებდა „ლივერპულის” ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს „იუვენტუსის” სარეზერვო ვარიანტად. ეს ინფორმაცია, როგორც ტრანსფერებში სანდო ფაბრიციო რომანომ დააზუსტა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ახლა „იუვენტუსის” მთავარი სამიზნე „ასტონ ვილას” 33 წლის არგენტინელი მეკარეა ემილიანო მარტინესი, რომელსაც ბირმინგემის კლუბის დატოვების სურვილი თავადვე გამოუხატავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ეს ტრანსფერი ჩაიშლება, ნიკოლო სკირას ცნობით, „იუვენტუსი” „ევერტონის” მეკარე ჯორდან პიკფორდის გადაბირებას შეეცდება.