← მთავარი
სპორტი

ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება

“ლივერპულის” 33 წლის ბრაზილიელმა მეკარე ალისონ ბეკერმა მოულოდნელი და სკანდალური განცხადება გააკეთა. მან სეზონის ბოლოს “მერსისაიდულ” გუნდში ზედიზედ 10 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ როგორც ირკვევა, გამოცდილ კიპერს თამაში შეეძლო, თუმცა სრულად აღდგენის გამო, მოედანზე არ გადიოდა.    Estadao-სთან საუბარში ბეკერმა თქვა, რომ მატჩებს იმ გეგმის გამო ტოვებდა, რადგან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა.    “ახლა 100%-ით მზად ვარ. “ლივერპულის” რიგებში შეხვედრების გამოტოვების მიზეზი ის იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავი”, - თქვა ალისონმა.    33 წლის ბრაზილიელის ამ განცხადებამ “მერსისაიდული” კლუბის ფანები აღაშფოთა. ისინი სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ ბეკერმა ნაკრების ინტერესები კლუბზე წინ დააყენა. მათივე თქმით, გუნდში მძიმე დღეში იყო და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძოდა, ის კი ერთ-ერთი კაპიტანია და ამ დროს “ლივერპულს” არ ეხმარეობდა. თეგები:ლივერპულიალისონიგიორგი მამარდაშვილი(2) / (1)

← მთავარი