← მთავარი
საზოგადოება

გალის რაიონში მდინარე ენგურში 36 წლის მამაკაცი დაიხრჩო

24 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გალის რაიონში მდინარე ენგურში 36 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ოკუპირებულ გალის რაიონში, მდინარე ენგურის არხში, 36 წლის ალიქო ჭანტურიას ცხედარი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, სათევზაოდ გასვლისას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სიახლოვეს წყალში ჩავარდა და თავის დაღწევა ვერ შეძლო.

ვინაობის დადგენის შემდეგ, „აფხაზეთის სასწრაფო სიტუაციების სამინისტრომ” გალის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად სოხუმიდან 23 მაისს 12-კაციანი ჯგუფი ჩაგზავნა. მაშველებმა ღამის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები წარმართეს. ჭანტურიას ცხედარი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მეორე და მესამე არხებს შორის იპოვეს და მშობლიურ სახლში გადაასვენეს.

← მთავარი