← მთავარი
სპორტი

ცნობილი გახდა, რა თანხა გადაუხადა "ლიბერეცმა" ქუთაისის "ტორპედოს" ალეკო ბასილაძის ტრანსფერში | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ცნობილი გახდა, რა თანხა გადაუხადა

ლიბერეცის “სლოვანმა” ქუთაისის “ტორპედოსგან” ალეკო ბასილაძის ტრანსფერი 750 ათას ევროდ გამოისყიდა”, - ამის შესახებ ჩეხური გამოცემა inFotbal წერს და იქვე დასძენს: “მილიონდოლარიანი ტრანსფერი “სლოვანისთვის”. ნიჭიერმა ბასილაძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა”.

ლიბერეცის “სლოვანმა” (ან მოკლედ - “ლიბერეცი”) კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა - ეს არის ქუთაისის “ტორპედოდან” ჩამოსული, 20 წლის ქართველი ტალანტი ალეკო ბასილაძე ჩრდილობოჰემურ კლუბში გადმოდის. კლუბს ტრანსფერი ჯერ არ გაუოფიციალურებიათ.

ეს მოხდება სამედიცინო შემოწმების შემდეგ, რომელიც ფეხბურთელმა უკვე გაიარა. 5-წლიანი კონტრაქტიც მზადაა. inFotbal.cz-ის წყაროების ცნობით, კლუბები დაახლოებით 750 ათასი ევროს ოდენობის თანხაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა 6 გოლი გაიტანა ქუთაისური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში. სულ, “ტორპედოს” მაისურით მის ანგარიშზე 62 ოფიციალური მატჩი, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაა.

პირველეს ყოვლისა, ბასილაძე თავისი სისწრაფითა და უზარმაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას შეუძლია თამაში როგორც ფლანგის შემტევად, ასევე ფლანგის მცველად, რაც მომავალში მას აზიზ კაიონდოს იდეალურ შემცვლელად აქცევს.

“ლიბერეცის” ხელმძღვანელობისთვის ეს ნაჩქარევი შენაძენი არ არის. კლუბი ქართველ ფეხბუთელს გასული სეზონიდან აკვირდებოდა და პირველად ზამთრის პაუზის დროს დაინტერესდა მისი ხელმისაწვდომობით. მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა, მაგრამ ახლა გარიგეას აღარაფერი აფერხებს.

სერგო კორძაია

← მთავარი