← მთავარი
სპორტი

მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში -

კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრიმ” გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 60 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი ენჯ პოსტეკოღლუ გახდა. მან ამ პოსტზე ჟორჟე ჟეზუსი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბი გასულ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა.

პოსტეკოღლუ კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ გუნდს ედგა სათავეში. მან “ტოტენჰემს” ევროპის ლიგა მოაგებინა, რის შემდეგაც მალევე დაითხოვეს. განსაკუთრებულად საინტერესო მისი ბოლო სამსახური გამოდგა. “ნოტინგემ ფორესტმა” ის გუნდის დამრიგებლად დანიშვნიდან 39 დღის შემდეგ დაითხოვა.

სათქმელია ისიც, რომ “ალ-ნასრიში” კრიშტიანო რონალდოს ყოფნის პერიოდში, რუდი გარსიას, დინკო იელიჩიჩის, ლუიშ კასტროს, სტეფანო პიოლისა და ჟორჟე ჟეზუსის შემდეგ, პოსტეკოღლუ უკვე მეექვსე მთავარი მწვრთნელია.

← მთავარი