← მთავარი
სპორტი

ვახტანგ ახობაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდში

15 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ვახტანგ ახობაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდში

ვახტანგ ახობაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდში. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ ევროპის 28-ე ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა — ფინალში მან რუსი მეტოქე დმიტრი ოკულოვი დაამარცხა.

ახობაძე პარასპორტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელია: ის მსოფლიოს 4-გზის და ამ გამარჯვებით — ევროპის 5-გზის ჩემპიონია.

← მთავარი