27 მაისს ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა. ადგილზე „სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
„პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა, კონტაქტური იყო, გადაიყვანეს კლინიკაში,” — ადგილობრივ გამოცემას ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუმარტა.
ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის გარემოებები ჯერ-ჯერობით უცნობია.