← მთავარი
სპორტი

პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

29 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებმა რეკორდი დაამყარეს. 

ისტორიაში პირველად მუნდიალის ჯგუფიდან 9 აფრიკული ნაკრები გავიდა და ესენი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ალჟირი, კაპო ვერდე, განა, კოტ’დიუვარი, მაროკო, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა არიან. 

ერთადერთი აფრიკული ნაკრები, რომელმაც პლეი-ოფში ვერ გააღწია, ტუნისია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოტ’დიუვარი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე და კაპო ვერდე პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდნენ.

← მთავარი