← მთავარი
სპორტი

ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ადეიემი

“დორტმუნდის” შემტევი კარიმ ადეიემი კარიერას დიდი ალბათობით, “ბარსელონაში” გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბლაუგრანამ” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “დორტმუნდს” 40 მილიონი ევრო შესთავაზა. ჯერჯერობით გერმანული კლუბი ამ წინადადებაზე ფიქრობს, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ “ბარსელონაში” სურს და ეს ხელმძღვანელობას ღიად განუცხადა.

ადეიემი “ყვითლების” ღირსებას 2022 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელმა “დორტმუნდის” მაისურით ჩატარებულ 146 მატჩში თავი 36 გატანილი გოლითა და 25 საგოლე პასით გამოიჩინა.

← მთავარი