საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და, სავარაუდოდ, ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ადამ კადიროვს საგზაო პოლიციისგან მედალი მისცეს
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა, რუსეთის საგზაო პოლიციის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მედალი მიიღო. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
| ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო |
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
დაჯილდოების ცერემონია გროზნოში, 3 ივლისს, სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციის დაარსების წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც რეგიონის ხელმძღვანელობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა.
რამზან კადიროვმა დასძინა, რომ შვილთან ერთად მედალი მანაც მიიღო. კადიროვის პოსტის თანახმად, ღონისძიებაზე ამ მედლის სხვა ლაურეატები არ ყოფილან. ჩეჩნეთის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საფუძვლით წარადგინეს ის და ადამ კადიროვი ამ ჯილდოზე.
შეგახსენებთ, 2026 წლის იანვარში რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია გროზნოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელშიც ადამ კადიროვის მონაწილეობით მოძრავი ავტომობილი ფიგურირებდა. გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ავარიის შედეგად მას ყბა მოტყდა და ელენთა ამოჰკვეთეს, ხოლო იმ ავტომობილის მძღოლი, რომელსაც ის შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ თავად ავარიის ფაქტიც კი უარყო.
რამზან კადიროვმა შვილის სავარაუდო ავტოავარიაზე პირველი კომენტარი გააკეთა
ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
ივნისში ადამ კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მართავს ავტომობილს და საგზაო მოძრაობის არაერთ წესს არღვევს. კერძოდ, ჩანაწერში ჩანს, რომ მანქანა მოძრაობს მნიშვნელოვანი სიჩქარით, რაც აჭარბებს დაშვებულ ლიმიტს — 112 კილომეტრი საათში დასახლებულ პუნქტში, კვეთს ორმაგ უწყვეტ ხაზს და გადადის საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ის ასევე იყენებს მობილურ ტელეფონს მართვის დროს და არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი.
დაუდასტურებელი ცნობებით, 2022 წლის სექტემბერში მაშინდელი 15 წლის ადამ კადიროვი მონაწილეობდა კიდევ ერთ ავარიაში, რომელსაც მისი მართვის გამო ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის დასამალად, იგი სავარაუდოდ პირადი მცველის მანქანაში გადასვეს. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ადამ კადიროვი ამ ავტომობილით დიდი სიჩქარით ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას, მან ქვეითთა გადასასვლელზე კიდევ ერთ ადამიანს დაარტყა და სასიკვდილოდ დააშავა.