ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა, Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მართავს ავტომობილს საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით. კადრებში ასახულია სიჩქარის გადაჭარბებისა და საპირისპირო ზოლში გადასვლის ფაქტები, თუმცა ვიდეოში ესკორტის მანქანები არ ჩანს. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
რამზან კადიროვმა შვილის სავარაუდო ავტოავარიაზე პირველი კომენტარი გააკეთა
ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
კადრები სოციალურ ქსელში 2026 წლის ივნისში გავრცელდა. 13-წამიან ვიდეოში ადამ კადიროვი მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის საჭესთან ზის. თავდაპირველად ის გზას აჩვენებს, შემდეგ კი კამერას თავისკენ და გვერდით მჯდომი მგზავრისკენ — რუსი მებრძოლის (MMA), თურფალ-ალი ედილოვისკენ აბრუნებს.
View this post on Instagram
| A post shared by 𝗭𝗔 | 𝗗𝗨𝗦𝗧𝗨𝗠 𝟏𝟑 (@teamdustum13) |
ვიდეოში საგზაო მოძრაობის რამდენიმე დარღვევა ფიქსირდება: უმცროსი კადიროვი საჭესთან ტელეფონით სარგებლობს, მისი ავტომობილი კვეთს ორმაგ ღერძულა ხაზს და გადადის საპირისპირო ზოლში. ვიდეოს დასასრულს, დასახლებულ პუნქტში მანქანის სიჩქარე საათში 112 კილომეტრს აღწევს, მაშინ როდესაც კადრში ჩანს საგზაო ნიშანი, რომელიც სიჩქარეს საათში 50 კილომეტრამდე ზღუდავს.
გარდა ამისა, ადამ კადიროვს და მის მგზავრს ღვედები არ უკეთიათ.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კადიროვის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ან რაიმე ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა სერიოზულ დარღვევად ითვლება და შესაძლოა მართვის მოწმობის ჩამორთმევა გამოიწვიოს. სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებულია მართვის უფლების აკრძალვა 4-დან 6 თვემდე, ხოლო საჭესთან ტელეფონის გამოყენება 1500 რუბლის (დაახლოებით 50 ლარი) ოდენობის ჯარიმით ისჯება.
შეგახსენებთ, 2026 წლის იანვარში ადამ კადიროვი ჩეჩნეთში ავტოსაგზაო ინციდენტის მონაწილე გახდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თავად კადიროვი კი დაშავდა. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპა” (Novaya Gazeta Europe) ინფორმაციით, ადამ კადიროვს ელენთა ამოჰკვეთეს და, სავარაუდოდ, მხედველობის ნერვის სერიოზული დაზიანებაც მიიღო. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ თავად ავარიის ფაქტიც კი უარყო, ხოლო რამზან კადიროვმა ამის შესახებ გავრცელებულ ცნობებს “გამოგონილი” უწოდა.
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
რამზან კადიროვმა შვილის სავარაუდო ავტოავარიაზე პირველი კომენტარი გააკეთა
ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
ხამზატ ჩიმაევი აცხადებს, რომ “ცოცხალი და ჯანმრთელია” — ადამ კადიროვის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ