← მთავარი
საზოგადოება

8 დარღვევა, რის გამოც მძღოლები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
8 დარღვევა, რის გამოც მძღოლები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ჯამში, 1 366 353 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც თბილისზე 699 088 დარღვევა მოდის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი სამართალდარღვევა სიჩქარის გადაჭარბების გამო დაფიქსირდა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელ 3 თვეში საქართველოში სიჩქარის გადაჭარბების ჯამში, 530 858 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 522 414 შემთხვევაში დაფიქსირდა მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ-სთ-სა; ხოლო 8 444 დარღვევის შემთხვევაში კი გამოვლინდა სიჩქარის დადგენილი ნორმის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.

შედეგად გამოდის, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების თითქმის 40% სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება. უფრო კონკრეტულად, კოდექსის 125-ე მუხლის ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტის მიერ მიღებული ახალი ცვლილებით კი, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად შემდეგი სახით განისაზღვრება: 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იქნება; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.

“ბიზნესპრესნიუსი” შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, იანვარ-მარტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, გამოვლენილ იმ ტოპ-8 საგზაო მოძრაობის წესს, რომელზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც აღინიშნა:

  1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ-სთ - 522 414 შემთხვევა;
  2. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 296 286 შემთხვევა; გააგრძელეთ კითხვა
← მთავარი