საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩვენმა გოგონებმა დასკვნით მატჩში მასპინძელ მოლდოვას 17:7 მოუგეს.
თასის ნახევარფინალში გიორგი მაისურაძის შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ ორი ლელოთი ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში საქართველო უპირატესობას დაეუფლა და დასაწყისშივე კარგი გუნდური შეტევა მანონი საღარაძის ლელოთი დასრულდა, რომელიც თეონა ჩიტაიშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ არაერთი კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ლელო ვერ გავიტანეთ და მატჩი 7:10 დავთმეთ.
მესამე ადგილისთვის მასპინძელ მოლდოვას შევხვდით, რომელიც უკრაინასთან 14:15 დამარცხდა. ანგარიში მე-5 წუთზე მანონი საღარაძემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი უპირატესობა სალომე მაკასარაშვილმა გაზარდა. 10:0. მეტოქის გარდასახულ ლელოს კონტრშეტევაზე მანონი საღარაძემ უპასუხა, რომლის ლელოც თეონა ჩიტაიშვილმა გარდასახა და საქართველომ 17:7 გაიმარჯვა, რითიც მეორე ეტაპზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას მეორე ეტაპზე კიშინიოვში (მოლდოვა)
ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა, კირა დანელია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე
Rugby.ge
თეგები:
საქართველოს 7-ქალა ნაკრები
გაზიარება:
(2) /
(0)