5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS წელს დაბადების დღეს წელს ორჯერ უფრო მასშტაბურად აღნიშნავს. 5 ივლისი PLUS ქულების გაორმაგების დღეა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.
გარდა ამისა, PLUS-ის დაბადების დღის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, PLUS ქულები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს. თუ სასურველი ნივთის შესაძენად დაგროვებული ქულები არ გყოფნით, დარჩენილი თანხის გადახდას საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით შეძლებთ.
ნაწილ-ნაწილით სარგებლობა არაერთ პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი, მათ შორის ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლის, მოგზაურობის, ავტომობილის, აქსესუარებისა და სხვა კატეგორიების ობიექტებში. პარტნიორი ობიექტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში.
იმ შემთხვევაში, თუ გადახდას PLUS ქულებითა და ნაწილ-ნაწილით გეგმავთ, გადახდამდე წინასწარ აცნობეთ პარტნიორი ობიექტის თანამშრომელს.
გაორმაგებული PLUS ქულებით სარგებლობა მხოლოდ 5 ივლისს იქნება შესაძლებელი.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას სასურველი ნივთი ან მომსახურება დღესვე მიიღოთ და მისი ღირებულება 4 თვეზე გადაანაწილოთ ისე, რომ ჯამური ღირებულება არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%). სურვილის შემთხვევაში, ნაწილს გადაიხდით ახლა, დანარჩენს კი გადაანაწილებთ.