4 ოქტომბრის ბრალდებულ 15 პირს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდება — პირობითი სასჯელით გათავისუფლება
2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ 15 პირს ორ სხვადასხვა სამართალწარმოებაში საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდება — სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
2 ივნისის სხდომაზე პირველი ჯგუფიდან შვიდმა ბრალდებულმა — ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მულაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემ — დანაშაული აღიარეს. სავარაუდოდ, სამწლიანი პირობითი სასჯელი ელოდებათ.
ამავე ჯგუფის დანარჩენი ხუთი ბრალდებული — ვახტანგ ფიცხელაური, აბო ნავერიანი, ანტონ უპერი, ნანა სანდერი და მარიამ მეყანწიშვილი — დანაშაულს არ აღიარებს.
5 ივნისის სხდომაზე მეორე ჯგუფიდან კიდევ რვა ბრალდებული დათანხმდა შეთანხმებას: ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, გოჩა კატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე, გენადი კელიხაშვილი და ევა შაშიაშვილი.
ამ ეტაპზე შეთანხმებაზე უარს ამბობენ: გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, ზაქრო ალბუტაშვილი, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე და დავით სტური — ყველა მათგანი წარდგენილ ბრალდებებს სადავოდ ხდის.
ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა და/ან სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდების მცდელობა ედებოდათ ბრალად.