4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 ბრალდებული საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
2025 წლის 4 ოქტომბრის ათონელის სასახლესთან მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 14 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ისინი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. ამ საქმეზე ჯამში უკვე 22 პირია გათავისუფლებული საპროცესო შეთანხმებით.
10 ივნისს პირველ ეტაპზე გათავისუფლდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, თემურ ქურციკიძე, ვახტანგ ფიცხელაური და ავთანდილ სურმანიძე — ჯგუფური ძალადობისა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით.
მოგვიანებით კიდევ ექვსი ბრალდებული გაათავისუფლეს: სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია და ხვიჩა გოგოხია.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ყველა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და სინანული გამოხატა. მათ სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ. 21 ბრალდებული რამდენიმე თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, ხოლო ერთი — დეკემბერში გირაოთი.