← მთავარი
მსოფლიო

რატომ მიატოვეს 280-მილიონიანი სასახლე - მის წინ კაცი კარავში ცხოვრობს: "თითქოს ბავშვი ვარ, რომელიც დროებით ხის სახლში თამაშობს"

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რატომ მიატოვეს 280-მილიონიანი სასახლე - მის წინ კაცი კარავში ცხოვრობს:

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სახლად ლონდონის ნაითსბრიჯში მდებარე 45-ოთახიანი სასახლე ითვლება, რომელსაც ოთხი ლიფტი, დახურული აუზი და ჰაიდ პარკის ხედები აქვს. მიუხედავად მისი უზარმაზარი ღირებულებისა, წლებია იქ არავინ ცხოვრობს — ქონება ფაქტობრივად ცარიელია.

თუმცა შენობის წინ სრულიად განსხვავებული სურათია: იქ კარავში ცხოვრობს შვედი უსახლკარო მამაკაცი ანდერს ფერნშტედტი.

ის ბოლო რამდენიმე წელია ამ სივრცეს თავის სახლად მიიჩნევს და ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ ამ გარემოში ატარებს.

ეს სასახლე 2020 წელს დაახლოებით 280 მილიონ დოლარად გაიყიდა და იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებლად ითვლებოდა. მისი დიზაინი განსაკუთრებით მდიდრული იყო — მარმარილოს აბაზანები, ძვირფასი ქვებით გაფორმებული დეტალები და 24-კარატიანი ოქროთი დაფარული ელემენტები.

სახლი წლების განმავლობაში სხვადასხვა მფლობელს ეკუთვნოდა და რთული ისტორია აქვს. იგი ლიბანელი მილიარდერის რაფიკ ჰარირის მიერ აშენდა, შემდეგ კი რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა, მათ შორის საუდის არაბეთის პრინცის ოჯახშიც. მოგვიანებით ქონება უძრავი ქონების გიგანტ „Evergrande“-თან იყო დაკავშირებული, რომელიც ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

ამჟამად სახლი ისევ ბაზარზეა, თუმცა მისი გაყიდვა გართულებულია და რეალური მფლობელობის საკითხებიც გაურკვეველია. შედეგად, მრავალმილიონიანი სასახლე ცარიელია, მაშინ როცა მის წინ ადამიანი კარავში ცხოვრობს. ფერნშტედტი ამბობს, რომ რთულ მდგომარეობას თავისებურად უმკლავდება და საკუთარ რეალობას „წარმოსახვით სამყაროს“ უწოდებს — თითქოს ბავშვია, რომელიც დროებით „ხის სახლში თამაშობს“, მაშინ როცა მისი „მშობლები სახლში არიან“. წყარო

← მთავარი