„არსენალმა” და PSG-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ევროპული ტიტულისთვის შეებრძოლნენ, ტრიბუნებზე კი ფეხბურთელების მეუღლები და შეყვარებულები ჩნდებოდნენ. უცხოური მედია ამ ქალების ისტორიებს ჰყვება.
ტატიანა ტრუბული — „არსენალის” და ესპანეთის ნაკრების მეკარის, დავიდ რაიას, ახლახან ნიშნობილი მეუღლე. ბარსელონიდან გამოსული ტატიანა სამოდელო კარიერა დიზაინერობით ჩაანაცვლა და მეუღლის გვარით ბიკინების ბრენდი „TRBL” ჩამოაყალიბა. მარტში პირველი შვილი, ვაჟი სახელად რიო, შეეძინათ.
ტოლამი ბენსონი — ბუკაიო საკას ნიშნობილი. 25 წლის მოდელი და ინფლუენსერი ვარსკვლავს სკოლის ასაკიდან იცნობს. ბოლო სეზონში River Island-თან კოლაბორაცია გააკეთა; 275 000 გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე.
ჰელენ სპილინგი — მარტინ ედეგორის ნორვეგიელი მეუღლე, პროფესიონალი მოცეკვავე ვარსკვლავი.
სოფია ვებერი — კაი ჰავერცის მეუღლე. ვარსკვლავი 2017 წლიდან ერთად არიან.

ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერის ყველაზე სწრაფ აღმავლობას უმაგრებს ზურგს. წყვილი 2021 წელს, გავრცელებული ინფორმაციით, საერთო მეგობრის გაცნობით, შეხვდა — მაშინ ნიცა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 2023 წლის ოქტომბერს დაქორწინდნენ, მომდევნო ზაფხულს კი პირველი შვილი შეეძინათ. ნიცა კარიერა სამოდელო სფეროშიც მოსინჯა — მონაწილეობდა თბილისის ელიტური მოდის მაღაზია Boygar’s-ის ფოტოკამპანიაში. ინსტაგრამზე 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ქეროლ კაბრინო — მარკინიოსის ბრაზილიელი მეუღლე, ყოფილი მომღერალი და რეალითი შოუს მონაწილე. სამი შვილი ჰყავთ; ასევე შექმნა საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი.
ვიქტორია ტრიაი — ლუკა ერნანდესის პარტნიორი. Dolce & Gabbana, Versace და YSL-ის მოდელი, 13 წლიდან მუაი ტაის მებრძოლი. 1,8 მლნ გამომწერი ინსტაგრამზე.
ტატიანა რენდეირო ტორესი — ვიტინიას ბავშვობის სიყვარული. წყვილი „პორტუს” აკადემიის დღეებიდან ერთადაა; ლონდონსა და პარიზში ჩაყვა ფეხბურთელს. ორი ქალიშვილი ჰყავთ.
ანგელინა ზაბარნა — ილია ზაბარნის სკოლის ეპოქის სიყვარული. კიევში ენების სკოლა „Vilno School” ჩამოაყალიბა — ასწავლის 5 ევროპულ ენას.