უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, რუსული დრონი რუმინეთში საცხოვრებელ შენობას დაეჯახა და ხანძარი გაჩნდა. ქალი და 14 წლის ბავშვი დაშავდა, შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სამიზნის გასანეიტრალებლად ფეტეშტის საჰაერო ბაზიდან F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი ამოფრინდა. პილოტებს ობიექტის წინააღმდეგ მოქმედების უფლება ჰქონდათ.

რუმინეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი გამოიძახა და ეს ნაბიჯი „უპასუხისმგებლო ესკალაციად” შეაფასა. საგარეო მინისტრმა ოანა ცოიუმ X-ში დაწერა: „ოფიციალურად წარვადგენთ იმ შედეგებს, რასაც ეს უპასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე მოახდენს. ასევე განვსაზღვრავთ შემდგომ ნაბიჯებს ევროპულ დონეზე — სანქციების ახალ პაკეტებთან დაკავშირებით.”

რუმინეთის საგარეო მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტი NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს იძლევა — ეს მუხლი მოკავშირე სახელმწიფოებს კონსულტაციების გამართვის საშუალებას აძლევს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეში მყოფად მიიჩნევს.

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე განაცხადა: „დავადასტური, რომ NATO მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი. გავაგრძელებთ მზადყოფნის გაძლიერებას — მათ შორის დრონებიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. რუსეთის ომი უნდა დასრულდეს.”