NASA-მ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მთვარის ბაზის მშენებლობის შემდგომი ეტაპები გაასაჯაროვა. 2026 წლის ბოლომდე სამი უპილოტო მისიის გაგზავნა იგეგმება.

კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯარედ აიზეკმენმა 26 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ამერიკა კვლავ ბრუნდება მთვარეზე და ამჯერად — სამუდამოდ.” ამ მისიები მთვარის ზედაპირზე მუდმივი ბაზის ჩაყრის საფუძველი გახდება, რაც საბოლოოდ მარსზე ადამიანის გაგზავნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

NASA-ს 20-მილიარდიანი პროექტი „Moon Base” 2019 წელს, „Artemis”-ის პროგრამის გაშვებასთან ერთად ჩაისახა, ხოლო 2026 წლის 24 მარტს ღონისძიება „Ignition”-ზე კონკრეტულ გეგმად გადაიქცა. ბაზა მთვარის სამხრეთ პოლუსთან აშენდება.

პირველი სამი მისია

„Moon Base”-ის მენეჯერის, კარლოს გარსია-გალანის განცხადებით, მომავალში ბაზა „ასობით კვადრატულ მილს გადაიჭიმება და სხვადასხვა ობიექტს გააერთიანებს, რაც მთვარეზე ადამიანის მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს.”

II ფაზა (2029–2032) ნახევრად მუდმივ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებლების მომზადებას ითვალისწინებს, ხოლო III ფაზა 2032 წლიდან ოპერაციული ბაზის ამოქმედებას გულისხმობს.