ჟურნალისტი და „არსენალის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი პირს მორგანი სოციალური ქსელის კითხვას — „დაასახელე ერთი ფეხბურთელი, რომლის დამატება „არსენალს” მსოფლიო ფეხბურთში მრავალი წლის მანძილზე დომინირებისთვის სჭირდება?” — ერთი სიტყვით უპასუხებს: „ხვიჩა კვარაცხელია”.

Sports Mole-ის ინფორმაციით, „არსენალი” ზაფხულში შეტევის ხაზის გადახალისებას გეგმავს და ქართველი ფეხბურთელის დამატებას იდეალურ ვარიანტად განიხილავს. ტრანსფერის გასახსნელად კლუბი შეიძლება გაბრიელ მარტინელი და ლეანდრო ტროსარდი გაყიდოს.

თუმცა, ხვიჩას ტრანსფერი პარიზულ კლუბთან 2029 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გამო მარტივი არ იქნება: PSG-ს სანაცვლოდ დაახლოებით 160 მილიონ ფუნტს მოითხოვს.