← მთავარი
საზოგადოება

15 წლის გოგონას "ტვინის სიკვდილი" დაუდგინდა მას შემდეგ, რაც სოც. ქსელებში გავრცელებული სახიფათო ტრენდი შეასრულა - მშობლები განგაშს ტეხენ

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
15 წლის გოგონას

სოციალურ ქსელებში რამდენიმე წელია პოპულარულობას არ კარგავს სახიფათო ტრენდი, რომლის დროსაც ადამიანები იღებენ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტის სახიფათოდ მაღალ დოზებს ეიფორიისა და ჰალუცინაციების გამოსაწვევად. პირველად ტრენდი 2020 წელს ამერიკაში გამოჩნდა, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მოზარდებს შორის ისევ იძენს პოპულარობას.

15 წლის ლია პრესონმა ახლახანს ე.წ. “ბენადრილის ტრენდი“ გაიმეორა, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმებმა მას “ტვინის სიკვიდილის“ დიაგნოზი დაუდგინეს და აღნიშნეს, რომ ტვინმა მისი ფუნქცია სრულიად დაკარგა.

მოზარდის მამა მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ექიმები კი აღნიშნავენ, რომ ამ მედიკამენტის მიღება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში. წყარო იხილეთ ასევე:

სიკვდილი პირდაპირ ეთერში - იემენის “ადამიანი-ობობა“ ვულკანის კრატერზე ასვლისას, მრავალი გულშემატკივრის თვალწინ დაიღუპა: უმძიმესი ვიდეო TikTok-ის კიდევ ერთი საშიში ტრენდის შესრულებისას 15 წლის მოზარდმა სხეული დაისახიჩრა და კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს - დეტალები

← მთავარი