სპორტი
[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა.
მე-9 წუთზე ანგარიში დე კეტელარემ ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე აშშ-ს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტილმანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე დე კეტელარემ დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში უფრო აქტიური კვლავ რუდი გარსიას გუნდი იყო. 57-ე წუთზე ვანაკენმა აშშ-ს ნაკრების მეკარის, ფრისის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი რომელუ ლუკაკუმ დააფიქსირა.
ბელგიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში, ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს გაიმართება.
სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“
აშშ - ბელგია 1:4
გოლები: 0:1 დე კეტელარე (9), 1:1 ტილმანი (31), 1:2 დე კეტელარე (33), 1:3 ვანაკენი (57), 1:4 ლუკაკუ (90+3)