← მთავარი
საზოგადოება

როგორ ამარტივებს ჟანგბადის თერაპიას სახლისთვის კონცენტრატორის ქირაობა

19 აგვისტო, 2026 · წყარო: newposts.ge
როგორ ამარტივებს ჟანგბადის თერაპიას სახლისთვის კონცენტრატორის ქირაობა

მუდმივი დაღლილობა, კიბეზე ასვლისას სუნთქვის გაძნელება და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისასაც კი სრული გამოფიტვა ის სიმპტომებია, რომლებიც ჟანგბადის ქრონიკულ ნაკლებობაზე მიანიშნებს.

როცა ადამიანს ჟანგბადის დაბალი დონე, ანუ ჰიპოქსია აწუხებს, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი დამოუკიდებლად ვეღარ ინარჩუნებს ჟანგბადის საჭირო მაჩვენებელს. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის სისხლში ჟანგბადის სატურაციას (SpO2) 95%-100% უნდა იყოს.

როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში ჟანგბადის ნაკლებობა თავდაპირველად შედარებით მარტივი ფორმით გამოიხატება - მსუბუქი დატვირთვისასაც ვითარდება ქოშინი, ადამიანი სწრადად იღლება, აწუხებს ძილის ხარისხის დაქვეითება. მაგრამ დროთა განმავლობაში, თუ ჰიპოქსია ქრონიკულ სახეს იღებს, შესაძლოა განვითარდეს შეუქცევადი ჯანმრთელობის პრობლემები. ყველაზე უარეს შემთხვევებში ჰიპოქსია გულის იშემიური დაავადების თუ ინსულტის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გამოსავლად ოქსიგენოთერაპიას - ჟანგბადის თერაპიას - ნიშნავენ.

დღეს ოქსიგენოთერაპია უმეტესწილად სახლის პირობებში ტარდება. ამისთვის სპეციალური ჟანგბადის აპარატები გამოიყენება, რომელიც ოთახის ჰაერს სპეციალურ ფილტრებში ატარებს, აზოტს აშორებს და პაციენტს სუფთა სახით აწვდის.

თუ პაციენტს ოქსიგენოთერაპია მოკლე დროით აქვს დანიშნული (რამდენიმე კვირა ან თვე), ითვლება, რომ აპარატის ქირაობა საუკეთესო გამოსავალია. დღეს მწარმოებლების უმეტესობა ითვალისწინებს, რომ პაციენტების უმეტესობა აპარატს ბინაში იყენებს და არა კლინიკაში და თანამედროვე მოდელებიც შესაბამისი სტანდარტებით იქმნება. ეს მოდელები შედარებით კომპაქტურია, ინტერიერში მარტივად ინტეგრირდება, ხოლო ხმაურის მაჩვენებელი 40-45 დეციბელს (დაახლოებით ჩურჩულის დონე) არ აღემატება. შესაბამისად, ღამით გამოყენებისას ტექნიკა არ უფრთხობს ძილს თავად პაციენტს თუ ოჯახის სხვა წევრებს. მართვის პანელები ინტუიციურია და აპარატის ჩართვა სპეციალურ სამედიცინო ან ტექნიკურ ცოდნას არ ითხოვს.

ყიდვასთან საპირწონედ აპარატის ქირაობის მთავარი უპირატესობა ტექნიკური მომსახურებაა. სამედიცინო აღჭურვილობა სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს, რაც პაციენტებისთვის საკმაოდ რთული პროცესია. ქირაობის შემთხვევაში კი აპარატურა პროვაიდერის მფლობელობაში რჩება, ამიტომ მის გამართულ ოპერირებაზე პასუხსმგებელიც კომპანიაა. სწორედ პროვაიდერის პასუხისმგებლობაა ახალი პაციენტის წინ აპარატის დეფექტებზე შემოწმება, ფილტრების გამოცვლა, ტექნიკის სტერილიზაცია და ა.შ. სანდო პროვაიდერი, ისეთი როგორც ორქა მედიქალი, პაციენტს არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე ზრუნვისგან ათავისუფლებს. არამედ 24/7-ზე კავშირზეა.

აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების ხშირად ეშინიათ, რომ ოქსიგენოთერაპია სახლში გამოკეტვას ნიშნავს, თუმცა დღეს ეს სიმართლეს იშვიათად შეესაბამება. ინდუსტრია პაციენტებს სრულიად პორტატულ მოდელებსაც სთავაზობს, რომლებიც ელემენტზე მუშაობს და ჩანთაში მარტივად თავსდება. მაგალითად, ასეთი პორტატული ვარიანტებია სიპაპ და ბიპაპ აპარატები. სიპაპ აპარატები ძირითადად შედარებით მარტივი პრობლემების მოსაგვარებლად, ძილის ობსტრუქციული აპნოესა და მუდმივი ძლიერი ხვრინვის დროს გამოიყენება. ბიპაპ აპარატები კი, რომლებიც პაციენტს ჰაერს ორ სხვადასხვა წნევაზე აწვდის, სიფხიზლის დროსაც გამოიყენება.

დღეს ჟანგბადის თერაპიის მართვა სახლის პირობებშიც უკვე სრულიად კონტროლირებადი, კომფორტული პროცესია. მთავარია, დროულად მოხდეს ექიმთან კონსულტაცია მთავარი დიაგნოზის დასასმელად და ოქსიგენოთერაპიაც შესაბამისი რეკომენდაციით დაინიშნოს.

← მთავარი